კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კულტურის სამინისტროში მოადგილეები დაასახელა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე - ხათუნა ხუნდაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - მარინე მიზანდარი, ფოტოხელოვანი - იური მეჩითოვი და კულტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ალქსანდრე მარგიშვილი.
კულტურის მინისტრის თქმით, სამინისტრო თავისი პროგრამის სრულად განხორციელებას მომავალი წლიდან შეუდგება.