ბრიტანეთის მუსიკალურ ინდუსტრიაში გაყიდვების მხრივ ყველაზე წარმატებული სინგლი ელტონ ჯონის მიერ 1997 წელს პრინცესა დაიანას ხსოვნისადმი მიძღვნილი "Something About the Way You Look Tonight" გახდა, ის 4,9 მ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
გაყიდვების ტირაჟით მილიონებს გადააჭარებული მუსიკალური ნაწარმოებების სია, კომპანია The Official Charts Company -მა გამოაქვეყნა. ეს კომპანია დიდ ბრიტანეთში მუსიკალური პროდუქციის ბიზნესის შესახებ ინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული. სიაში სულ 123 მუსიკალური ნაწარმოები შევიდა. სპეციალური სიის შედგენა ოფიციალური ბრიტანული ჰიტ-აღლუმის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ისტორიაში სიმღერების პირველი ჩარტი 1952 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა და ამ ჩარტის პირველ ადგილზე ამერიკელი მომღერალი ალ მარტინო იყო სიმღერით "Here In My Heart".
მილიონიანი ტირაჟით გაიყიდული მუსიკალური ნაწარმოებების რეიტინგში მეორე ადგილზეა ჯგუფ Band Aid-ს სინგლი "Do They Know It's Christmas?" . ის 3,69 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. გაყიდვებიდან მიღებული მოგება, როგორც გათვალისწინებული იყო ეთიოპიაში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდა. ლიდერთა სამეულის მესამე ადგილზეა ლეგენდარული Queen -ის "Bohemian Rhapsody" . ის 2,36 მილიონი ტირაჟით გაიყიდა.
სიაში შემდეგია პოლ მაკარტნის ჯგუფი Wings სინგლით "Mull Of Kintyre" / "Girls' School" ,ჯონ ტრავოლტას და ოლივია ნიუტონ ჯონის სიმღერა "You're The One That I Want" , Boney M ჰიტით "The Rivers of Babylon" და Frankie Goes To Hollywood-ი სიმღერით "Relax"
ამ რეიტინგში მოხვდა ლეგენდარულ ჯგუფის The Beatles-ის 6 სიმღერა, მათ შორის კი ყველაზე გაყიდვადი "She Loves You" გამოდგა. ის სიაში მერვე ადგილს იკავებს 1,9 მილიონიანი გაყიდული დისკით.