თბილისი ჯაზის მე-15 საერთაშორისო ფესტივალს 20-25 ნოემბერს კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ ორგანიზებით უმასპინძლებს. როგორც ყოველთვის, წლევანდელ ჯაზ-ფესტივალზეც მსოფლიო ჯაზის მეგა ვარსკვლავები იქნებიან წარმოდგენილი. მათ შორის სამი გრემის ფლობელი დი დი ბრიჯვოტერი (Dee Dee Bridgewater), ჯეკ დიჯონეტი (Jack DeJohnette Group), ნილს ლანდგრენ ფანკ იუნითი (Nils Landgren Funk Unit) და ფესტივალის კულმინაცია, 18 გრემის მფლობელი ჩიკ კორეა (THE CHICK COREA TRIO with Christian McBride & Brian Blade).
20 ნოემბერს, თბილისის მე-15 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტზე Dee Dee Bridgewater მსმენელის წინაშე, თბილისის საკონცერტო დარბაზში 20 საათზე წარსდგება.
23 ნოემბერს, 21 საათიდან „ივენთ ჰოლში“ Jack DeJohnette Group დაუკრავს, 24 ნოემბერს კი ისევ 21 საათზე და ისევ „ივენთ ჰოლში“ Nils Landgren Funk Unit-ის კონცერტი გაიმართება.
25 ნოემბერს ანუ ჯაზ-ფესტივალის დასკვნით საღამოს, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ჩიკ კორეა დაუკრავს.