დღეს, 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით „მედიას მიღმა“. ხვალ, ღონისძიების ფარგლებში საჯარო ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება რამდენიმე დამატებითი ნამუშევარი, აგრეთვე მოეწყობა სპეციალური დისკუსია ავტორებსა და აუდიტორიას შორის მათი სამხატვრო კონცეფციების ირგვლივ.
გამოფენა 14 ნოემბრამდე გასტანს, მისი კურატორია დავით ჩიხლაძე. მონაწილეობას იღებენ, კოკა ვაშაკიძე, უშანგი ხუმარაშვილი, გიორგი ბუნდოვანი "STIGMAT", შალვა კობალაძე, ანა კალანდარიშვილი, სალომე ნარსია, ალეკო ბათაშვილი, დავით ჩიხლაძე.