პარლამენტში „ამინისტიის შესახებ“ პროექტის ინიცირება მოხდება

პარლამენტში „ამინისტიის შესახებ“ პროექტის ინიცირება მოხდება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება  ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება, რომელიც 17:00 საათზეა დანიშნული.

 ეკა ბესელიას მიერ მომზადებული ცვლილებების გარდა, ბიუროზე ასევე მოხდება „სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება.

ამასთან, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე საბიუჯეტო ხასიათის ცვლილებები რამდენიმე კანონში აისახება, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.