"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრს შვიდი მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, განცხადებით მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და იმ შვიდი მოსამართლის გვარს დაასახელებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.
ორგანიზაციის ცნობით, „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადვოკატებისაგან, მოსამართლეთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები შეისწავლა, ხოლო დასკვნები რეაგირებისთვის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თვლის, რომ მოსამართლეთა კორპუსის ასი პროცენტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა სააკაშვილის რეჟიმთან.