მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ facebook - ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი,  ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მიწვევით პრაღაში,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაცაზე დაყრდნობით, პლენარულ სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

დღესვე, პრაღაში მიხეილ სააკაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა იგეგმება.

13-14 ნოემბერს კი,  საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე.

ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.