სალომე ზურაბიშვილი: ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილს არც სალომე სამადაშვილი და გეგა მგალობლიშვილი დახვდნენ

სალომე ზურაბიშვილი: ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილს არც სალომე სამადაშვილი და გეგა მგალობლიშვილი დახვდნენ

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბრიუსელში არც ევროკავშირში საქართველოს ელჩი სალომე სამადაშვილი და არც ნატო-ში მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილი დახვდნენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი წერს.

„საქართველოს ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი არ დახვედრია ბიძინა ივანიშვილს აეროპორტში. ნატო-ში ჩვენი ელჩი მგალობლიშვილიც არ იმყოფება ადგილზე. წასულია პრაღაში სააკაშვილის დასახვედრად?" - წერს ზურაბიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 12-13 ნოემბერს შეხვედრები იგეგმება ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპოისთან. შეხვედრა ასევე, გაიმართება ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. 14 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.