პარლამენტი მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით, მსჯელობას დაიწყებს

პარლამენტი მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით, მსჯელობას დაიწყებს

მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით, წლების წინ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

როგორც from.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელისო ჩაფიძემ განუცხადა, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ვახტანგ ხმალაძემ, ლაშა ტუღუშმა, სანდრო ბარამიძემ, თამარ ხიდაშელმა და ზვიად ქორიძემ კანონპროექტები მოამზადეს, რომელიც იმ პრობლემებს ასახავდა, რომელიც 2007 წლისთვის, ქართულ მედიას ჰქონდა.

მისი თქმით, მოგვიანებით, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, ამ პროექტის ინიცირება „ქრისტიან-დემოკრატრებმა“ მოახდინეს, თუმცა, კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე არ მოხდა და საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების  გადამუშავებულ ვერსიას, საკუთარი წინადადებებითურთ, თავად წარადგენს.

რაც შეეხება ცვლილებებს, მომზადებული პროექტი ეხება - ბეჭდური მედიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, ასევე შესაძლოა ჟურნალ-გაზეთების გამსაღებელი ჯიხურები და მერიის მიერ გამოყოფილი შესაბამისი ადგილები სალარო აპარატების გამოყენებისგან გათავისუფლდნენ.

„საკითხთან დაკავშირებით, კოლეგებთან კონსულტაციები მქონდა და ჩემი ფრაქციის  „ქართული ოცნება“ დაპირებაა, რომ  „საგადასახდო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება  შევა და ბეჭდური მედია მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება“, - განაცხდა ჩაფიძემ.

გარდა ამ ინიციატივებისა, ცვლილება შევა -  „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ და კანონში თუ რას ნიშნავს სიტყვა - „დაუყონებლივ“ დაკონკრეტდება. კერძოდ, ინფორმაციის მიწოდებისთვის 7 სამუშაო საათი იქნება საჭირო.