საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას, საუბარი სამ ძირითად თემაზე იქნება.
მისი თქმით, ესენი ასოცირების ხელშეკრულება, ვიზის შეთანხმება და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაა.
„ევროკავშირთან ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვაკავშირებს. პრინციპში არის სამი ძირითადი თემა, რომელზეც იქნება საუბარი: ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ეს არის ვიზის შეთანხმება და ეს არის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება. ეს ყველაფერი წესით, მომავალი წლის მაისში უნდა დამთავრდეს, რათა ვილნიუსისის სამიტზე ნოემბერში მოხდეს ყველაფერ ამის გაფორმება. ეს არის ძირითადი თემები, მაგრამ გარდა ამისა საუბარი შეეხება, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ჩატარებულ არჩევნებს, ამ არჩევნების, დემოკრატიული პროცესის შეფასებას. ვისაუბრებთ, ასევე საქართველოს მომავალ ინტეგრაციაზე ევროალტლანტიკურ სტრუქტურებში, როდესაც შეხვედრა გვექნება ნატოს გენერალურ მდივანთან ბატონ რასმუსენთან ოთხშაბათს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.