საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 12-13 ნოემბერს იგეგმება შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან,,ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან. შეხვედრა ასევე გაიმართება ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პრემიერის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 14 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან.
ივანიშვილთან ერთად, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებიან.