ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები მერიამ თავადვე  უნდა მოაგვაროს

ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები მერიამ თავადვე უნდა მოაგვაროს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს. განცხადების თანახმად, დედაქალაქის მერია ვალდებულია,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და მეტროპოლიტენის გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება უზრუნველყოს.

შესაბამისად სამინისტროში მიიჩნევენ, რომ თბილისის მერის მიერ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება  პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება.

ამდენად,  თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ ცალსახად აფიქსირებს, რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.