პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალური შტაბის უფროსს გენერალ გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც from.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობას დროებით ვახტანგ კაპანაძე შეასრულებს.
"მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა თავდაცვის სამინისტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და მის გუნდს ქონდა დეკლარირებული. გაგრძელდება ამჟამად მიმიდინარე სამხედრო ბაზების მონიტორინგი, რომელსაც თავად მინისტრი ახორციელებდა. თავდავის სამინისტრო ინტენსიურად იმუშავებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად. ამ მიმართულებით შეხვედრების პირველი რაუნდი ბრუსელში გაიმართება", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.