მსოფლიო შოუ ბიზნესის ყველაზე ცნობილი ჰომოსექსუალური წყვილი, კომპოზიტორი და მომღერალი ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი დევიდ ფერნიში მეორე ბავშვს ელოდებიან.
ელტონ ჯონისა და დევიდ ფერნიშის უკვე ჰყავთ ერთი შვილი, რომელიც სუროგატმა დედამ 2010 წლის 25 დეკემბერს გააჩინა. როგორც ცნობილი ხდება წყვილს მეორე შვილს იგივე სუროგატი დედა გაუჩენს.
„ელტონსა და დევიდს დასავით უყვართ ეს ქალბატონი და ყოველთვის ამბობენ, რომ მისი მადლიერი მთელი ცხოვრება იქნებიან“- ამბობს ოჯახის ახლო მეგობარი. ბავშვი 2013 წელს დაიბადება, „გაიგო თუ არა, რომ სუროგატი დედა მათ მეორე შვილს ელოდებოდა, ელტონი სიხარულით მეცხრე ცას ეწია“ -აღნიშნავს წყარო.
თავად ელტონმა ადრე არაერთხელ აღნიშნა, რომ დევიდსა და მას მეორე ბავშვის ყოლა სურდათ. წყვილი ხშირად გამოთქვამდა დიდი ოჯახის ქონის სურვილს. როგორც ჩანს, ამის დროც დადგა, რადგანაც მამობა ორივეს დიდ ბედნიერებას ანიჭებს. ისინიც იმასაც ითვალისწინებენ, რომ მათ ვაჟს ზაქარის დედმამიშვილი უნდა ჰყავდეს, „და ან ძმა ზაქარის მარტოობას გადაატანინებს, ასევე დაეხმარება იმ სირთულეების დაძლევაში, რაც ბიჭს მომავალში ელოდება“- ამბობს მომღერალი.