ყვითელი ავტობუსების მძღოლების შემდეგ, მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვაც მოსალოდნელია. მეტროპოლიტენის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ხიტალიშვილის განცხადებით, მეტროს თანამშრომლები სოლიდარობას უცხადებენ ავტობუსების გაფიცულ მძღოლებს.
ხიტალიშვილის თქმით, მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ჩამოაყალიბეს 12-პუნქტიანი მოთხოვნები, რომლებიც საკრებულოს წარუდგინეს, სადაც მათ მთავარ მოთხოვნებს
შრომითი პირობების გაუმჯობესება და ანაზღაურების მომატება წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ მეტროპოლიტენის თანამშრომლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მეტროპოლიტენის პროფკავშირები მეტროს თანამშრომლების გაფიცვას არ გამორიცხავს.