ანდრეს ბრეივიკი ციხის პირობებს და ცივ ყავას აპროტესტებს

ანდრეს ბრეივიკი ციხის პირობებს და ცივ ყავას აპროტესტებს

ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდრეს ბრეივიკმა, რომელსაც სასამართლომ კუნძულ ოტოიაზე 77 ადამიანის მკვლელობისთვის 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საპატიმროდან 21 გვერდიან წერილს აგზავნის, სადაც ციხეში არსებულ  არაკომფორტულ პირობებზე საუბრობს.

ამ წერილს Verdens Gang აქვეყნებს. ბრეივიკს არ მოსწონს ის, რომ მასთან შესული წერილების ცენზურაა, არ მოსწონს რეზინის სახელურები, რადგან ამან შეიძლება ართრიტის პროვოცირება  გამოიწვიოს, რაც ბრეივიკს ძალიან აწუხებს, რადგან ის საპატიმროში გატარებული წლების განმავლობაში, ავტობიოგრაფიის დაწერას აპირებდა.

ბრეივიკი უკმაყოფილოა იმით, რომ მას თავლყურს ადევნებენ კბილების ხეხვის ან წვერის პარსვის დროს, უკმაყოფილოა იმით, რომ ტელევიზორების არხის გადართვის უფლება მას თვითონ არ აქვს და ის, რომ საპატიმროში მას თავისი ტანსაცმლის ტარების უფლება არ აქვს. ბრეივიკი აპროტესტებს ცივ ყავას, კარაქის მცირე ულუფას... და ბრეივიკი საპატიმროში მის მიერ მოპყრობას „სადისტურს“ უწოდებს.

2011 წლის აგვისტოში ანდრეს ბრეივიკმა კუნძულ ოტოიაზე 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის გახლდათ ქართველი თამთა ლიპარტელიანიც.