ლია მუხაშავრია :  სტრასბურგში სარჩელი „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ბოლო ეტაპზეა

ლია მუხაშავრია : სტრასბურგში სარჩელი „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ბოლო ეტაპზეა

"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის ლია მუხაშავრიას განცხადებით, ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით,  სტრასბურგში შეტანილი საჩივარი სახელწოდებით, „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ბოლო ეტაპზეა.

შესაბამისად, როგორც მუხაშავრია აცხადებს, როცა ამ საქმეს სტრასბურგში მოიგებენ, მთავრობა ვალდებული იქნება,  ეს ფაქტები გამოიძიოს. 

„მთავრობამ თავისი განმარტება დაწერა და ყველაფერი უარყო. ისე წერს,  თითქოს არაფერი დაუშავებია.  ჩვენ ახლა, ჩვენი მოთხოვნები უნდა დავასაბუთოთ და სასამართლოს საბოლოო განმარტება უნდა მივაწოდოთ.  თავდაპირველად, ჩვენ გაცილებით ბევრი მუხლი გქონდა გასაჩივრებული, თუმცა სასამართლომ გაფილტრა.   როგორ და რანაირად არ ვიცით,  მაგრამ საბოლოოდ,  მათ  მესამე, მეხუთე, მერვე და მეცამეტე მუხლის დარღვევები დატოვეს.  ანუ აქ იგულისხმება ჟურნალისტების მიმართ, არაადამიანური მოპყრობა, ის რომ დაკავებულები იყვნენ და შეიარაღებული ხალხი ადგათ თავზე, პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა  და ის,  რომ ჟურნალისტებმა  კი გაასაჩივრეს, მაგრამ ქვეყნის შიდა მექანიზმები არ აღმოჩნდა საკმარისად კარგი, რომ  დარღვეულთა უფლებები  აღდგენილიყო“, - განაცხადა მუხაშავრიამ და აღნიშნა, რომ როცა  სტრასბურგში ამ საქმეს მოიგებენ, მთავრობა ვალდებული იქნება ეს ფაქტები გამოიძიოს.