კახა გოგოლაშვილი: ვფიქრობ, ევროპა და ნატო გვაკვირდება

კახა გოგოლაშვილი: ვფიქრობ, ევროპა და ნატო გვაკვირდება

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი კითხვაზე იმოქმედებს, თუ არა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების თავისუფლების აღკვეთა,  ევროპასა და ნატოში ინტეგრაციაზე, აცხადებს, რომ  ჯერ აუცილებელია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, განხორციელებულ მოვლენებს დავაკვირდეთ.

გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ევროკავშირი ასევე ნატო საქართველოში განხორციელებულ მოვლენებს აკვირდება და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებების მხრივ, ამ ქვეყანაში რაიმე სახის პრობლემები გაჩნდება, მათ პრეტენზიები ექნებათ.

„იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებები დაირღვევა და ამ მხრივ, პრობლემები შეიქმნება, რა თქმა უნდა, მათ  პრეტენზია ექნებათ.  ვფიქრობ, ევროპა და ნატო გვაკვირდება და აკვირდება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.