თამარ ჩერგოლეიშვილი: საზოგადოების ახალი ხელისუფლებით იმედგაცრუება გარდაუვალია

თამარ ჩერგოლეიშვილი: საზოგადოების ახალი ხელისუფლებით იმედგაცრუება გარდაუვალია

საზოგადოების ახალი ხელისუფლებით იმედგაცრუება გარდაუვალია. ამის შსახებ ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სეოცილაურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს.

ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ შუძლებელია, ქვეყანში განვიტარებული მოვლენები მოსაწონი იყოს.

„ბევრი ადამიანი, ზოგი პირად ფოსტაში, ზოგიც კი აქ კედელზე მომმართავს კითხვით რატომ არაფერს ვაკეთებთ იმის წინააღმდეგ, რასაც ახალი მთავრობა ჩადის. მესმის მათი, შეუძლებელია მოგეწონოს ის რაც ხდება.

1) გენერალური შტაბის ხელმძღვანელი კომიკური ბრალდებით დააკავეს და ამის გამო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გადადო, თანაც მინისტერიალის წინ, სადაც მართლა გვქონდა შანსი, რომ გაწევრიანების დამატებითი გარანტია მიგვეღო.

2) პარლამენტში ქსენოფობები "ზიან"

3) პრემიერ მინისტრი მიიჩნევს რომ მერი მას ექვემდებარება და მაშინ უნდა "დაუძახოს" როცა საჭიროდ ჩათვლის. ვერც ის გაუგია, პრეზიდენტი რატომაა ისევ პრეზიდენტი, როცა საპარლამენტო არჩევნები მოიგო და სასახლიდან გამოდიო ეჯაჯგურება.

4) იუსტიციის მინისტრი ცურტაველის ენაზე გვესაუბრება და მოქალაქეების ძირითადი უფლებების უზრუნველყოფას როცა სთხოვენ ხელს "დედა ეკლესიისკენ" იშვერს.

5) ციხეს მაყურებლები აკონტროლებენ

6) ქუჩებში კრიმნალმა მოიმატა

7) შსს სოსო ალავიძის კორუმპირებული კადრებით გაიტენა

და ა. შ“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

ამასთან, როგორც „ტაბულას“ რედაქტორი აღნიშნავს, ამ ყველაფრის მიუხედავად, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიაზროს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის 54 %-ის არჩევანია.

„არ არის საჭირო, რომ რადგან სხვა (მთავრობა და მისი მეთაური) ბანდერლოგივით იქცევა, ჩვენც ასე მოვიქცეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ და შეცდომებზე არ მივუთითოთ.

54%-ის დიდი ნაწილი აუცილებლად გააცნობიერებს რომ შეცდომა დაუშვა - ნახავს რომ არც სამართლიანობა აღდგება, არც პენსია გაორმაგდება, არც ჯანდაცვა გახდება უფასო, არც საწვავის ფასი დაიკლებს მნიშვნელოვნად, ვერც ტარიფი დაიწევა მნიშვნელოვნად - არა იმიტომ, რომ ახალ ხელისუფლებას ეს არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. შეიძლება ხელოვნური ჩარევით რაღაც მოიმოქმედო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ისევ ეკონომიკას - ანუ ჩვენ დაგვაზარალებს.

ივანიშვილი მალე დაინახავს, რომ ის, რაც არჩევნებამდე მისი უპირატესობა იყო (ფული), არჩევნების შემდეგ მისივე მინუსად იქცა. "ბიუჯეტში ფული არ არის და პენსიას ვერ ვზრდი" - პასუხი არ მიიღება. ვინც მას დაუჯერა, იმიტომ დაუჯერა რომ იცის, ივანიშვილს ფული ჯიბეში აქვს და ამ ფულს ელის.

საზოგადოების ახალი ხელისუფლებით იმედგაცრუება გარდაუვალია. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუება ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე სხვა პარტიის სასარგებლოდ იმოქმედებს. იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება გამოიცვალოს, ახალი ხელისუფლების ალტერნატივამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს - საკუთარი და სხვისი შეცდომები გაანალიზოს, ჩამოაყალიბოს იდეა და იდეის გარშემო დაიწყოს საზოგადოების კონსოლიდაცია და არა ხელისუფლების წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ მოლოდინები სწორად ვმართოთ და "ხმალი ამოვიღოთ და ვეკვეთოთ' რიტორიკა ჩავაცხროთ. ასე უჭკუოები იქცევიან. გამბედაობა დასაფასებელია, მაგრამ ჭკუის გარეშე მისი ფასი ძალიან დაბალია“ - წერს ჩერგოლეიშვილი.