ამერიკული პრესის ინფორმაციით, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი დევიდ პეტრეუსი იძულებული გახდა გუშინ წასვლის თაობაზე განცხადება დაეწერა და თანამდებობა დაეტოვებინა .
ამის მიზეზად კი ამერიკული პრესა ქორწინების გარეშე რომანს მის ბიოგრაფთან პოლა ბროდველთან ასახელებენ.
დაზვერვის შეფის რომანის შესახებ ცნობილი გამოძიების მიმდინარეობისას გახდა, რომელსაც ფედერალური ბიურო აწარმოებდა.
ბარაკ ობამამ პეტრეუსის შესახებ აღნიშნა, რომ ის ამერიკის გამოჩენილი ოფიცერია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სამშობლოს ერთგულად ემსახურა.