იტალიურმა პოლიციამ 9 იტალიელი ექიმი-კარდიოლოგი დააკავა, რომლებიც პაციენტებზე არასანქცირებულ სამედიცინო კვლევებს ატარებდნენ.
სამართალდამცავთა განცხადებით, გამოძიება დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. პაციენტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ განგაში მას შემდეგ ატეხა, როდესაც იტალიის ჩრდილოეთით, ქალაქ მოდენას საავადმყოფოში პაციენტტა რამდენიმე ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
ექიმებს ბრალად ედებათ არაკანონიერი საქმიანობა, ჯგუფური დანაშაული, დოკუმენტების ფალსიფიცირება და მაქინაციებში მონაწილეობა. გამოძიება იკვლევს, გახდა თუ არა 9 ექიმის პაციებტებზე ჩატარებული კვლევები, მათი სიკვდილის მიზეზი.