ეროვნული კულტურის ხელშეწყობის ფონდის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, კულტურის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები გაიარა და გადაწყდა, რომ გამოთავისუფლებული თანხებითა და მცირე დაფინანსებით, ფონდი შეიქმნება, რომელიც გასულ წლებში, არსებულ არასწორ მიდგომებს გამოასწორებს.
მარგიშვილის განცხადებით, ფონდის დაფინანსება 8 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე იქნება.
„ის ჩავარდნები და პრობლემები, რაც გასულ წლებში იყო დაბალანსდება და არ უნდა იყოს დანაკლისი“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
მარგიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი