აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი კოლეგა ბაქოში ვიზიტით ოფიციალურად მიიწვია.
ელმარ მამედიაროვის მილოცვა და მიწვევა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა აზერ გუსეინმა მაია ფანჯიკიძეს პირადად გადასცა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობების, ორი ქვეყნის შემდგომი განვითარების პერსპექტივების და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.
საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ მხარეს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტეროტირულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.