ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 275 მილის დაშორებით, რუსული წყალქვეშა გემი შეამჩნიეს. ეს ინფორმაცია სამინისტროს ერთი თვის წინ გააჩნდა, თუმცა მხოლოდ დღეს გაახმაურეს.
ამერიკულმა გემებმა „ბარაკუდა2“-ის ტიპის ნავის აღმოჩენის შემდეგ, მისი თვალთვალი დაიწყეს, რუსულმა ნავმა მიმართულება შეიცვალა და გეზი ევროპისკენ აიღო.
პენტაგონის განცხადებით, მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რა მიზეზით მიუახლოვდა რუსული წყალქვეშა გემი ამერიკის ნაპირებს.