საფრანგეთში, სამხრეთ ბრეტანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, აღმოაჩინეს, რომ ცხელი პურის სუნი ადამიანებს, უცხო ადამიანების მიმართ, უფრო კეთილებს ხდის . ბევრი მათგანისთვის ახალგამომცხვარი ცხელი პურის სუნი, თბილ ოჯახთან ასოცირდება, ბევრი კი, პურის გემოს ყველაზე სასიამოვნოდ თვლის. მკვლევარების აზრით, პურის დადებითი გავლენა ადამიანებზე, განპირობებულია არა მხოლოდ მისი გემოთი, არამედ სურნელითაც.
ფრანგი ექსპერტების განმარტებით, ცხელი პურის სურნელი უცნობ ადამიანებს შორის მეგობრულ დამოკიდებულებას წარმოშობს. დასკვნები გაკეთებული იქნა დაკვირვების საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა დიდი სუპერმარკეტების მყიდველებზე, რამდენიმე კვირა კეთდებოდა. ყველაზე დიდი კეთილგანწყობა გამოიხატებოდა ადამიანებში, რომლებიც ერთმანეთს ცხელი პურის თაროებთან ხვდებოდნენ.
გეგმის მიხედვით, მყიდველები წინასწარ დაქირავებული მსახიობები იყვნენ, რომლებსაც ვითომდა შემთხვევით უცვივდებოდათ ხელიდან სხვადასხვა ნივთები და ამ გზით კონტაქტი ჰქონდათ გამვლელ მყდველებთან. დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ცხელი პურის დახლთან იყვნენ, უფრო დიდი თავაზიანობით ესაუბრებოდნენ უცნობებს და ეხმარებოდნენ კიდევაც. სხვა პროდუქტების დახლებთან, სხვა სიტუაცია და განსხვავებული რეაქციები იყო. ამ ფენომენს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ რამდენიმე სუნ პოზიტიური განწყობის „გამომუშავების“ უნარი აქვს.