სააკაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

სააკაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და ყველას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ განცხადება სოცილაურ ქსელ „ფეისბუქში“, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დაუშვებელია ისეთი ქმედება და იმ ფორმით ჩარევა, რომელიც შეურაცხყოფს ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორიც არის ქვეყნის შეიარაღებული ძალები და თავისუფალი მედია“ - ნათქვამია განცხადებაში.