დროებით, უმცირესობა  საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს

დროებით, უმცირესობა საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს

 რამდენიმე დღით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას წყვეტს. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. ოპოზიციის შეფასება კი, უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააჟღერა.

 ბაქრაძის განცხადებით, მთელმა საზოგადოებამ დაპატიმრებების პირველი ტალღა იხილა, სადაც კითხვებზე მკაფიო პასუხები არ არსებობს, კერძოდ, თუ როგორ მოხდა ბრალდებებით, გიორგი კალანდაძისთვის და ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდება.

 მისი თქმით, საზოგადოებამ ასევე იხილა პირდაპირი ზეწოლა თავისუფალი ტელევიიზის წინააღმდეგ, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, რომელიც საყოველთაო შეფასებით, ერთ-ერთი ობიექტური და დაბალანსებული არხია.

 „ყველას კარგად ახსოვს, რუსთავი 2-ში საგადასახდო სამსახურის შესვლა თუ რას უკავშირდებოდა. ჩვენი კოლეგების დღვანდელი გამოსვლები კი, აგრესიით იყო გაჟღენთილი, სადაც დასაჭერი ადამიანების სიაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიტიკური შურისძიებისაგნ ვერავის ვერავინ დაიცავს.  აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, უახლოესი დღეების განმავლობაში, ჩვეულ რითმში მუშაობას ვერ გავაგრძელებთ  და  ისე ვერ ვიქნებით, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. მაშინ, როდესაც ბევრი რამ რისკის ქვეშაა, ხვალ, ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან რუტინულ რეჟიმში ვერ განვიხილავთ. ამიტომ, ასეთ პირობებში,  ჩვენი ფრაქცია გვერდში  საზოგადოებრივ მაუწყებელსა და იმ დაკავებულებს დაუდგება, რომელთა მიმართ აღმკვეთი ღონისძიებების მისჯა იგეგმება“, - დასძინ ბაქრაძემ.

 უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ დროებით საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს აცხადებს და საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს.