სომხეთის პარლამენტის დეპუტატის შირაკ ტოროსიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ჯავახაკში თურქი-მესხების ჩასახლება არ აწყობს.
ტოროსიანის განცხადებით, 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ევროსტრუქტურების ზეგავლენით მიიღო კანონპროექტი, თურქი-მესხების რეპატრიაციის და სხვა მუსულმანების შესახებ, რომლებიც 1940-იან წლებში გასახლებულ იქნენ საქართველოდან. ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლება აგრძელდებდა სომხური ფაქტორით სპეკულირებას, „რათა სხვისი ხელით გაეკეთებინა საქმე“ .
„საქართველოს ხელისუფლებისთვის არამომგებიანია მუსულმანების რეპატრიაცია, რადგანაც იმ ნაყოფიერ მიწებზე, რომლებზეც ადრე ისინი სახლობდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ ქართველები ჩაასახლა, მათი გასახლება კი ხელისუფლებას ორმაგ პრობლემას შეუქმნის. ჯერ კიდევ მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ჯავახაკში მუსულმანები ჩასახლდებიან, რაც ახსნა იმით, რომ მიწები და სახლები იქ იაფია“,-აცხადებს დეპუტატი.
ტოროსიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აჭარელ მუსულმანებს რუსი მოლოკნების და დუხობორების კუთვნილ მიწებზე ასახლებს.