პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, საპარლამენტო საქმიანობაში, პოლიტიკური ვნებათაღელვა და ემოციები ჩვეულებრივი მოვლენაა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უსუფაშვილი ლევან ბეჟაშვილისა და ჩიორა თაქთაქიშვილის კანდიდატურების ჩავარდნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმცირესობისთვის განკუთვნილ კვოტებზე წარდგენილი კანდიდატურები მხოლოდ უმცირესობის მიერ არ მტკიცდება და ამ პროცესში, უმრავლესობაც იღებს მონაწილეობას.
უმცირესობის პროტესტის გამო, პარლამენტის დღის წესრიგში დარჩენილი საკითხზე მსჯელობა მომავალ სესიაზე გაგრძელდება.