ამ ეტაპზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ვერ იქნება.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კომისიაში წარსადგენ თაქთაქიშვილის კანდიდატურას კენჭი უყარეს, თუმცა, საკითხი ჩავარდა და კომისიის წევრად მხოლოდ ეკა ბესელიას კადიდატურა დამტკიცდა.
სხდომაზე, ბესელიას კანდიდატურას მხარი 74 დეპუტატმა დაუჭირა.