საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურის ჩაგდება უმრავლესობის მხრიდან შურისძიების აქციაა.
როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, უმრავლესობა პარლამენტში პროცედურულ ომს იწყებდეს, მსგავსი სისულელე ჯერ არ უნახავს.
„შეთანხმებულ კვოტებთან დაკავშირებით, უმრავლესობის და უმცირესობის მიერ გადაწყვეტილებები მარტივად მიიღება – უმრავლესობა, როგორც წესი, არ მსჯელობს უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატზე და ავტომატურად აძლევს მას ხმას და უმცირესობაც მხარს უჭერს უმრავლესობის კანდიდატურას. იმედი მაქვს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას გადააფასებენ და მიხვდებიან, რომ კვოტირება კვოტირებაა, კვოტების განაწილება ხდება ავტომატურად და ეს პოლიტიკური საკითხი