პარლამენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში წარმომადგენლების დანიშვნა მომავალ სხდომებზე მოუწევს.
დღევანელ პლენარულ სხდომაზე საბჭოში წარსადგენ კანდიდატებს, კენჭი უყარეს, თუმცა, უმცირესობის წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილი ჩავარდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მათ უმრავლესობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს და ეს კოლეგიალობის საგანი იყო. კენჭისყრა ხელმეორედ ჩატარდა და უმრავლესობის წევრებს - ზაქარია ქუცნაშვილსა და შალვა შავგულიძეს მხარი უკვე უმცირესობამ არ დაუჭირა, რის გამოც, საკითხი ჩავარდა.
უმრავლესობის წევრებმა კანდიდატურების ჩავარდა იმით ახსნეს, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე ჰქონდათ გადატანილი. ეს არგუმენტი, პარლამენტის სპიკერმა არ გაიზიარა და საკითხი გადაიოდო.