"პროფესორთა დაცვის ლიგის“ წევრი ნინო ნიშნიანიძე სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც მან for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი უნდა დაუბრუნდეთ და მიეცეთ სრული ავტონომია, ხოლო ამის ფარგლებში, მათ თავისი საკანონმდებლო ბაზა უნდა მოაწესრიგონ.
ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში არჩევითობის პრინციპი უნდა დაინერგოს.
„ორხელისუფლებიანობა, რომელიც უნივერსიტეტებშია შექმნილი, უნდა დამთავრდეს და იქ ყველაფერი არჩევითი უნდა იყოს. ცხადდება ვაკანსიები და კონკურსები, სადაც განაცხადი ძალიან ბევრ კვალიფიციურ პროფესორებს შეაქვს, თუმცა მათი განცხადებები არ კმყოფილდება“ - განაცხადა ნიშნიანიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა დაიბრუნონ თავისი სახე, ხოლო კვალიფიციური მეცნიერები კათედრას დაუბრუნდნენ.
გარდა ამისა, ნინო ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პოლიტიკაში ავტორიტარული რეჟიმი სუფევს და იგი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაამკვიდრა.
„ის საგანმანათლებლო პოლიტიკა, რაც განხორცილდა და რომლის მსხვერპლიც გახდა არაერთი პროფესორ-მასწავლებელი, სწორედ საქართველოს პრეზიდენტის არასწორი პოლიტიკის შედეგია. ამიტომ იმისათვის, რათა არ ამოვვარდეთ კონსტიტუცის ჩარჩოებიდან, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ 2013 წლის 5 იანვარს უფლებამოსილების ამოწურვისთანავე თანამდებობა დატოვოს“ - განაცხადა ნიშნიანიძემ.