საქართველოს პარლამენტმა დღეს უმრავლესობის 13 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
ეს დეპუტატებია ალექსანდრე პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, სოზარ სუბარი, ნოდარ ხადური, მირიანე ოდიშარია, მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა კალაძე, გელა ხვედელიძე, არჩილ კბილაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლების შემდეგ, დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდათ.
ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.