საქართველოს პარლამენტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი დეპუტატი შევა. ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" და ასევე "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" მხრიდან კი, წარმოდგენილი არიან ზაქარია ქუცნაშვილისა და შალვა შავგულიძის კანდიდატურები.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკუთარ წევრებს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. საკითხი კენჭისყრაზე უახლოეს საათებში დადგება.