"თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი თეა თუთბერიძე საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალააის დაკავების ფაქტს აპროტესტებს და ხელისუფლებისგან მის დაკავებას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ, თუთბერიძე სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერდზე წერს.
„როგორი „დამნაშავეც“ დღეს ბაჩო ახალაიაა, ეგეთი დამნაშავე ვარ მეც, თეა თუთბერიძე. მოვითხოვ ხელისუფლებისგან, მეც დამაკავონ“,- წერს თუთბერიძე facebook - ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზეა დაკავებული.
მას ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.