ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „კრემლმა საკმაოდ პოზიტიურად მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება“.
ვლადიმერ პუტინმა მილოცვა ამერიკის ხელმეორედ არჩეულ პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა.
„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დაწყება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბულურობის საქმეში მსოფლიო არენაზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და სრულყოფილებას მიაღწევს“,-ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
პესკოვის განცხადებით, პუტინმა ობამა „გასაგებ და პროგნიზირებად“ პოლიტიკოსად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს და ამერიკას შორის „ნორმალური ურთიერთობები“ გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტი ობამას ტელეფონის საშუალებით გამარჯვებას, უახლოეს დღეებში მიულოცავს.