საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნება უკავშირდება იმას, რომ დღეისთვის საქართველო ახალიასთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩრდილო კავკასიური დიასპორების წარმომადგენლები ბაჩო ახალაიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებდნენ.
გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ნუ გამოაცხადებენ ბაჩოა ხალაიას ცოტნე დადიანად, რადგანაც ის გმირი არ არის და გამოძიება გაარკვევს, ჯალათია თუ მსხვერპლი.
"ჩვენ უსამართლობას არ დავუშვებთ, რადგან ჩვენი ამოცანაა, რომ არ დაგემსგავსოთ თქვენ. სწორედ თქვენ გვასწავლეთ, როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფლება. მადლობას გიხდით ამისთვის", - მიმართა სანიკიძემ "ნაციონალურ იმოძრაობის" წარმომადგენლებს.