საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ გამოჩენილმა ლოიალობამ გააღიზიანა.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საგანელიძემ განაცხადა, მას სცხვენია, რომ ოპონენტები ახალაიას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
„საქართველოში ახალაია დასვენების შემდეგ ჩამოვიდა და მისი დაკავებისას, გამოჩენილმა ლოიალობამ გამაღიზიანა კიდეც. თურმე, მას ვარდებით არ დახვდნენ. თურმე, ახალაიას დაკავებისას, ადამიანის უფლებები ირღვევა, მაგრამ მაშინ რა ხდებოდა, როდესაც, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღეს, დაჭერები დაიწყო და როდესაც, ხელებატრიალებული ადამიანები სახლებიდან გამოგყავდათ და ამ სცენებს, ღამით მათ მეუღლეებს ღამი პერენგებში გამოწყობილებს აყურებინებდით. მრცხვენია, რომ პოლიტ დევნაზე საუბრობთ. იმაზე აპელირებთ, რომ „აგვისტოს ომის“ გმირი დააკავეთო, მაშინ არ იყვნენ ის ადამიანები გმირები, რომლებიც „გმირთა მოედანზე“ დაარბიეთ? სჯობს, სპეკულაციებს მორჩით“, - მიმართა ოპოზიციონერებს საგანელიძემ.