მანანა კობახიძე: კოლეგებს მოვუწდებ ახალაის ტანჯულის მანტიას ნუ მოასხამენ

მანანა კობახიძე: კოლეგებს მოვუწდებ ახალაის ტანჯულის მანტიას ნუ მოასხამენ

პარლამენტის ვიცეს-სპიკერი მანან კობახიძე ოპონენტებს მოუწოდებს

ყოფილი შს მინისტრს, ბაჩო ახალაიას ტანჯულის მანტიას ნუ მოასხამენ. 

როგორც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე,  კობახიძემ განაცხადა, ახალაის დაკავება კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა. 

„ოპონენტების ბრალდებებს არ მივიღებ, რომ ახალაიას დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული. არც იმის სურვილი მაქვს, რომ პოლიტიკური განცხადებებით ვინმემ პროკურატურაზე  ზეწოლა სცადოს. ახალაიას დაკავება კონკრეტული მტკიცებულებების საფიძველზე მოხდა, რაც სასამართლოზე დადასტურდება. სხვათაშორის,  იმ სასამართლოზე ვსაუბრობ, რომელიც თქვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისგან და სამართლიანი იქნება ყველასთვის, მათ შორის, ბაჩო ახალაიასთვის“, - დასძინმა  კობახიძემ.