დარჩიაშვილი ახალ ხელისუფლებას ახალაიას სახით პირველ „პოლიტპატიმარს“ ულოცავს

დარჩიაშვილი ახალ ხელისუფლებას ახალაიას სახით პირველ „პოლიტპატიმარს“ ულოცავს

 საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი უმრავლესობას საქართველოში პირველი პოლიტპატიმრის გაჩენას ულოცავს.

 როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დარჩიაშვილმა განაცხადა, ახალაიას დაკავება პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორებას უკავშირდება.

 მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან ახალაია აცხადებდა, რომ კითხვებს პასუხს გასცემდა.

 „თქვენ თავდაცვის სამინისტროში ისეთი ადამიანები დანიშნეთ, რომლებმაც 90-იან წლებში, მუშაობდნენ და იციან, რომ  სამხედრო სტრუქტურებში შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ხაბელოვმა შეურაცხყოფა აპარატის თანამშრომელს მიაყენა და რატომ მას არ თხოვთ პასუხს? გილოცავთ საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში პირველ პოლიტპატიმარს“, - დასძინა მან.