„გრაფ დრაკულას“  საწერი მაგიდა აუქციონზე გამოიტანეს

„გრაფ დრაკულას“ საწერი მაგიდა აუქციონზე გამოიტანეს

ორგანიზაცია  Profiles in History , 15-16 დეკემბერს , კალიფორნიაში, აუქციონზე გამოიტანს საწერ მაგიდას, რომელზეც  ბრემ სტოკერმა თავისი ლეგენდარული რომანი „დრაკულა“ დაწერა.

1912 წელს, სტოკერის  სიკვდილის შემდეგ, ეს მაგიდა  ფილიპსის კუთვნილება გახდა. ამ ეტაპზე მისი მფლობელია ბრიტანელი დიზაინერი მარკ ბრაზერ ჯონსი. მან არა მარტო რესტავრაცია ჩაუტარა ამ მაგიდას, არამედ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშადაც აქცია.

ბრაზერ-ჯონსი ამბობს, რომ მისი მიზანი იყო გამოეხატა თავისი ღრმა პატივისცემა და აღტაცება იმ  მწერლისადმი, რომელმაც გრაფ დრაკულას გმირი და ხასიათი შექმნა.

აღდგენითი სამუშაოების ჩატარების  დროს დიზაინერმა მაგიდას ორიგინალური ფაქტურა შეუნარჩუნა, ნაკაწრები და ლაქებიც დატოვა, თუმცა  მაგიდის დეკორაციაში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანა, დაამატა ღამურები, მცოცავი ვარდები და მაქციები, ასვეე ორი უჯრა, რომელსაც  მისი თქმით, პირველად  ამ მაგიდის ახალი მფლობელი გააღებს.

აუქციონის სახლის წარმომადგენლები, ვარაუდობენ, რომ ეს ლოტი 60-იდან, 80 ათას დოლარამდე მოგებას მოიტანს.