ტაილანდის ქალაქი ჩიანგ მაის, ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა უზარმაზარი სამტონიანი, სპილოა . მისი უნიკალურობა მოცულობაში როდი მდგომარეობს, საქმე იმაშია, რომ ეს სპილო მასაჟის მოყვარულებს, ცნობილ ტაილანდურ მასაჟს, ხორთუმითა და ფეხებით უკეთებს.
მასაჟისტი სპილო, სპეციალურადაა გაწვრთნილი და აბსოლიტურად უსაფრთხოა. გარდა ამისა, სპილო პრაქტიკას მწვრთნელთან დღესაც გადის. მას პირადი ტრენერი ჰყავს. ყველა ვიზიტორი, რომელიც სპილოსთან მასაჟზე მიდის კმაყოფილია და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ეს მასაჟი გასაოცარ შედეგს იძლევა.
სამტონიანი სპილოს ხორთუმითა და ფეხებით გაკეთებული მასაჟი ტალანდში ტურისტების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობად იქცა. სპილო მასაჟს ნებისმიერი პარკის სკამზე აკეთებს, „თან ისე ნაზად, რომ არ შეიძლება გულგრილი დარჩე“-ამბობენ მისი კლიენტები.