ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩვენებში ბარაკ ობამამ რესპუბლიკლების კანდიდატზე მით რომნიზე გამარჯვება მოიპოვა და ის კიდევ ოთხი წელი იქნება თეთრი სახლის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ ბარაკ ობამამ ტვიტერში ჩანაწერიც გააკეთა: „კიდევ 4 წელი“. ამერიკაში ხმის დათვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. პირველადი მონაცემებით, ობამამ კოლეგიის 303, ხოლო მით რომნიმ-203 ხმა მოაგროვა.
ბარაკ ობამამ გამარჯვება კალიფორნიაში, ნიუ- გემპშირში, ვერმონტში, სამხრეთ კაროლინაში, მენეში, მასაჩუსეტში, როდ-აილენში, კონექტიკუტში, მერილენდში, ილიონისში, ნიუ ჯერსში, ნიო-იორკში, ნიუ-მექსიკოში, მინესოტაში, აიოვაში, მიჩიგანში და კოლორადოს შტატებში მოიპოვა.
მით რომნის კი ხმა კენტუკის, ინდიანას, ალაბამას, დასავლეთ ვირჯინიას, ჯირჯიას, დელავერის, ტენესის, ჩრდილოეთ დაკოტას, სამხრეთ დაკოტას, მონტანას, ვაიომინგის, აიდაჰოს, ოკლაჰომას, მისურის, ნევადის, არიზონას, ლუიზიანას, კანზასის, არკანზასის, ნებრასკის, ტეხასის, იუტას და არიზონას შტატებმა მისცეს ხმა.
საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევნების პარალელურად, ამერიკელები კონგრესის წევრებსაც ირჩევდნენ. რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში, დემოკრატებმა კი სენატში მოიპოვეს გამარჯვება.