ბაჩო ახალაია  დაკავებულია

ბაჩო ახალაია დაკავებულია

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე ადასტურებს.

 ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 20.30 საათიდან იმყოფებოდა. შს ყოფილი  მინისტრი პროკურატურაში თავდაპირველად ადვოკატის გარეშე მივიდა. მოგვიანებით  მის ინტერესების დამცველის სტატუსით, მთავარ პროკურატურაში დავით დეკანოიძე შევიდა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.