საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის წევრი ზაზა გაბუნია 7 ნოემბრის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს.
გაბუნიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს უამრავი ადამიანის უფლება დაირღვა. შესაბამისად, როგორც გაბუნია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა ქართულმა მართლმსაჯულებამ მრავალი უფლებაშელახული ადამიანის საკითხი, რომელიც 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობდა უნდა განიხილოს და ადამიანებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებს საზარლად ექცეოდნენ, გარკვეული პასუხისმგებლობა იქნეს დაკისრებული.
„მე პირადად, ამ ყველაფრის მონაწილე ვარ და შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა, სურვილი და ჩვენთან ერთად უამრავი ადამიანის მოთხოვნაა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ იმუშაოს ამ საკითხზე“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნია აღნიშნავს, რომ მან ამ საკითხის აქცენტირება იმიტომ გადაწყვიტა, რომ აქამდე მოსახლეობას სამართლის ძიება სხვა ქვეყნის სასამართლოებში უწევდათ, ახლა კი, გაბუნიას აზრით, ხელისუფლებაში ისეთი კადრებია, რომ არაპოლიტიზირებულად საკითხის მიდგომისას სამართლიანად დაისჯებიან ის პირები, რომლებსაც ხალხის წინაშე დანაშაული მიუძღვით.
„მე ნდობას ვუცხადებ, როგორც იუსტიციის ახლანდელ მინისტრს, ისე მთავარ პროკურორს. მათ ლომის წილი ექნებათ ამ საქმის გამოძიებაში, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე“, - გაბუნიამ.