საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ზემფირა ისმაილოვა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ისმაილოვა აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, როგორც ტრეფიკიორი.
დაკავება ქართული მხარის მიერ სარფში საემიგრაციო კონტროლის გავლისას მოხდა, როცა ისმაილოვა თურქეთიდან საქართველოში გადმოდიოდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქართველი სამართალდაცავები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად საექსტრადაციო პროცედურებს ახორციელებენ.