თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში სამინისტროს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამინისტროს საფინანსო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ადეკვატური დაფინანსება ჰქონდეს.
„ჯერჯერობით ბიუჯეტი ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ ფინანსთა სამინისტროსთან და საპარლამენტო კომიტეტებთან, რათა შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეთ ადეკვატური დაფინანსება, რათა შევძლოთ მშვიდობის დაცვა და ქვეყნის დაცვა. იმედი გვაქვს, როდესაც პროექტის საბოლოო ვარიანტი იქნება შემუშავებული, ჩვენი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება" - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, სამინისტროს პრიორიტეტებია კადრების მომზადება, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, რათა ყველა საფრთხეზე სწრაფი და შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
2013 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.