სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოინახულა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება დღეს 5-მა მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის ნორა კვიციანმა და ერთმა არასრულწლოვანმა.
დღესვე, სოზარ სუბარმა საზოგადოებას წარუდგინა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მრჩევლად, ლალი მაროშკინას კანდიდატურა.