უფლებადამცველი ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის მრჩევლად დაინიშნა.
მოროშკინას თქმით, მას დიდი გამოცდილება აქვს პატიმრებთან მიმართებაში და კარგად იცის, თუ რა მდგომარეობაა საპატიმროებში.
„მე დიდი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით, მანამდეც ვაკვირდებოდი საპატიმროებში განვითარებულ მოვლენებს, უბრალოდ არასამთავრობო სექტორიდან, ის, რაც საპატიმროებში ხდება საშინელებაა. პირველ რიგში, ვიზრუნებთ პატიმრებზე, ინფრასტრუქტურაზე. პატიმრების საკვებს მაღალი ფასი ადევს, ასევე არის ტელეფონებზეც, აბსოლუტური მონოპოლიაა, რაც უნდა გამოსწორდეს" - განაცხადა მოროშკინამ.
მისივე განცხადებით, მათ ისეთი საპატიმროების შექმნა სურთ, საიდანაც გამოსულ პატიმარს გარემოსთან ადაპტირება არ გაუჭირდება და თავს ჯურღმულიდან გამოსულად არ იგრძნობს.